აშშ-ის მიერ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეჩერების შედეგად 1 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანსი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღაზას სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას ყოველ თვე დაახლოებით 60 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებას უგზავნიდა, რომელიც 1 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს.
აქამდე ჰუმანიტარული დახმარების ძირითად ნაწილს აშშ ევროკავშირთან ერთად აფინანსებდა, თუმცა გასულ თვეს ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსების გამოყოფა შეწყვიტა.