რომის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მსოფლიოს 32-ე ჩოგანს სერბ ლაზლო ჯერეს მოუგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 2 სეტში 7-5 6-4 დაამარცხა. ამ მოგებით ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ნიკა ჯერეს 3ჯერ დაუპირისპირდა და 2 მარცხი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ჯერემდე საქართველოს პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთი უხერხული მეტოქე, მარტონ ფუჩოვიჩი დაამარცხა. მომდევნო წრეში ნიკას მეტოქე სავარაუდოდ რაფაელ ნადალი იქნება, რომელსაც ჟერემი ჩარდის უპირისპირდება.