აშშ-ს საგანგებო დავალების ჯგუფების გარდა ერაყიდან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ირანთან ურთიერთობა დაიძაბა.
აღსანიშნავია, რომ ერაყის დატოვება მოუწევთ აშშ-ს საელჩოსა და საკონსულოში მომუშავე ამერიკელებსაც. ერაყიდან ამერიკელების გაყვანას გამოეხმაურა ერაყის პრემიერ-მინისტრი აბდელ აბდულ მაჰდი. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს და ქვეყანაში რომელიმე სახელმწიფოსგან თავდასხმის საფრთხე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, ირანი ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებს. ამავდროულად კი, აშშ-მა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენი B-52 გაგზავნა.