თბილისის მერია თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ეტაპობრივად, სექციებად მოხდება, რათა არ მოხდეს გამზირის სრული გადაკეტვა. რეაბილიტაციის პროცესში გამიცვლება კომუნიკაციები, რომლებიც მერის ტქმით სავალალო მდგომარეობაშია.
პირველი მონაკვეთი იქნება ვარაზისხევის ამოსასვლელიდან "პიქსელის" შენობამდე. ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ზუსტად ეს მონაკვეთი და პირველი რაც გაკეთდება, ეს არის მიწისქვეშა სამუშაოები.“ განაცხადა თბილისის მერმა.