ზუგდიდის #67 საოლქო სააჩევნო კომისიის შენობაში ხმაური იყო. გაერთიანებული ოპოზიცია საოლქოს თავმჯდომარის მირანდა მესხის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე აჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგებას აპროტესტებს. მათი თქმით, ეს არის გაყალბების მცდელობა. ოპოზიციის ინფორმაციით, სიები მათი მოთხოვნების საფუძველზე 41 სოფლიდან მოაბრუნებინეს. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს რომ ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება. მისივე თქმით, ბეჭდების გაცემა ეს პირველი შემთხვევა არ არის და ეს არც კანონდღარღვევაა.