ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენა პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გაიმართება, რომელიც ამ ეტაპზე, პარლამეტის სხვა დარბაზებისგან განსხვავებით, პირდაპირი ტრანსლირებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი არ არის. შესაბამისად, შეხვედრა პირდაპირი ეთერით ვერ პარლამენტის ვებ-გვერდიდან გადაიცემა. თავდაპირველად ითქა, რომ შეხვედრა კინოდარბაზში შედგებოდა, თუმცა როგორც დეპუტატმა „პალიტრა ნიუსთან“ განაცხადა, ლევან კობერიძემ განაცხადა, საბოლოოდ შეხვედრის ადგილად შარტავას სახელობის დარბაზი შეთანხმდა. მან აქვე აღნიშნა, რომ გადაღებისა და “ფეისბუქ ლაივის“ განხორციელების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ჟურნალისტს ექნება. ქობულია პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის მოწვევით მიდის. ყოფილ მინისტრთან შეხვედრა 15 მაისს, 13:00 საათზეა დანიშნული.