"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია აქციონერებისთვის ინგლისურ ენაზე უკვე გამოქვეყნდა. კერძოდ, ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს იორკი კოსკელო ჩაანაცვლებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოსკელო ამ დრომდე მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კომპანიის ბორდის წევრი იყო. მათ შორის, აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, EXPO Bank-სა და FIBank-ის. მანამდე კი სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მუშაობდა.შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. რასაც წინ უძღოდა, 8 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ „თიბისი ბანკის“ 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. ამ საქმესთან დაკავშირებით, 13 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.