ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიცილიის ქალაქ სამბუკაში მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მისი სრულიად დაცარიელების საფრთხე გაჩნდა. სწორედ ამიტომ, ქალაქის საბჭომ მიტოვებული სახლების აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ქონების საწყისი ფასი ერთი ევროა. ქალაქის საბჭომ ონლაინ აუქციონის მეშვეობით 16 ასეთი სახლი უკვე გაყიდა. აღსანიშნავია, რომ მათი ფასები ათასიდან 25 ათას ევრომდე მერყეობს. ქალაქის მერი "გარდიანთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო და ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ კვირაში მათ 100 ათასზე მეტი ელექტრონული შეტყობინება მიიღეს. სახლების ახალი მფლობელები ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან, დუბაიდან, პანამადან და რუსეთიდან არიან.