საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.ფონდის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოს დაახლოებით 40 მილიონი დოლარი გამოეყოფა და ჯამში, ამ პროგრამით, ქვეყნის მიერ ათვისებული თანხა 210 მილიონ დოლარამდე იქნება.მისივე თქმით, ეკონომიკური პერსპექტივები საქართველოში პოზიტიურია, თუმცა გლობალურ რყევებს, რომლის მოლოდინიც არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოზეც ექნება გავლენა და ამით შეიძლება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდეს. ამასთან, როგორც ვერა მარტინმა განაცხადა, ეკონომიკის ზრდის ტემპი, რომელიც საქართველოში არსებობს, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეფორმები იყოს მხარდაჭერილი, გაიზარდოს და განვითარდეს გამძლეობა გარე შოკების მიმართ.