სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სახლს დაეცა - Palitra News

სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სახლს დაეცა

2019-05-13 08:59:14+04:00

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა. რაკეტამ კიკილაშვილების სახლი დაზიანა.

ადგილობრივების თქმით, რაკეტა ჯერ სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ოთახის ჭერი გახვრიტა.

შემთხვების დროს არავინ დაშავებულა. ფაქტის შესასწავლად კიკილაშვილების სახლში პოლიცია იმყოფებოდა.