თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქულმა მხარემ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. როგორც გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დაუკავშირდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართველოს უფროსს.