წყალდიდობა სოფელ ლეჩურთან - მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს - Palitra News

წყალდიდობა სოფელ ლეჩურთან - მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს

2019-05-10 14:54:33+04:00

სოფელ ლეჩურში, სადაც მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელთან ახლოს მიედინება, მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, კახეთის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველა მეხანძრე მაშველი ლეჩურშია მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს, რომლებსაც სარდაფები დაეტბორათ. ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჩური დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ღამით მოსულმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფელთან ახლოს მიედინება.

ასევე ჩახერგილი და განადგურებულია თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთები. გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. დატბორილია სოფელ ლეჩურში მშენებარე სასტუმრო.