ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გადაადგლება მთელი ღამე აკრძალული იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, გზის გაწმენდით სამუშაოებს, დაბალი ხილვადობა აფერხებდა.
უწყების პრესსამსახურის განცხადებითვე, ტერიტორიაზე მიღებულია უსაფრთხოების მაღალი ნორმები და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე დილიდან შესაბამისი ტექნიკა შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა. მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დამდგარა, რადგან სტიქიის ზონა დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.