დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების კონტინგენტი 6 კაცამდე შეამცირა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მონასტრის ტერიტორიაზე სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა პრობლემა ისევ არსებობს და მისი მოგვარება აუცილებელია. არქიმანდრიტის ინფორმაციით, მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაბრკოლება არც ქართველებს და არც უცხოელებს არ ექმნებათ. არქიმანდრიტი იმასაც აღნიშნავს, რომ მომლოცველებისთვის შესვლა თავისუფალია ჩიჩხიტურის მონასტერშიც, რომელიც, მისი თქმით, 2007 წელს დაიკეტა.