უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ინფორმაცია პალიტრანიუსს უნივერსიტეტში დაუდასტურეს. როგორც თსუ-ში აცხადებენ, თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის მეორე მოადგილედ ასევე დაინიშნა ექიმი ნინო ოკრიბელაშვილი.
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი გასულ წელს დატოვა.