სუს-ში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასლან მარგოშვილის გამოკითხვა დასრულდა. თავად მარგოშვილმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა, თუმცა მისი ადვოკატის ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით გამოძიება ასლან მარგოშვილით მალხაზ მაჩალიკაშვილთან კომუნიკაციიდან გამომდინარე დაინტერესდა. ადვოკატისვე განმარტებით კონკრეტულ ბრალეულობაზე საუბარი არ არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.