ავღანეთის დედაქალაქში თალიბანის მებრძოლები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს თავს დაესხა. იყო აფეთქებაც. თავდამსხმელებს წინააღმდეგობა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა გაუწიეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი ნუსრატ რაჰიმი აცხადებს, თავდასხმის ობიექტი ორგანიზაცია Counterpart International-ი იყო, რომლის სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს, იგი 2005 წლიდან ოპერირებს ავღანეთში. აღნიშნული ორგანიზაციის ოფისი ქაბულში გენერალური პროკურორის შენობასთან მდებარეობს.
ალჯაზირას ცნობით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და თავდასმხმელებს შორის სროლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.