საქართველოს ეკონომიკური დესპანები მუშაობას შვიდ ქვეყანაში 2020 წლიდან დაიწყებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური მიმართულების დესპანები შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთსა და იაპონიაში დაინიშნებიან და ისინი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა, შემოდგომამდე ეკონომიკური დესპანობის კანდიდატების გადარჩევა იგეგმება. რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ტრენინგს გაივლიან და ალბათ, შემოდგომისთვის უკვე საელჩოებში გაიგზავნებიან.