ბიზნესომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემებზე. ბიზმესომბუდსმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხი ბიზნესისთვის კვლავ მწვავედ დგას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგულირების გავლენის შეფასების კანონპროეტი,- რია, რომელიც პარლამენტში განიხილება და ძალაში სავარაუდოდ 2020 წლის დასაწყისისათვის შევა. მთავრობამ მომავალი წლის პირველ იანვრამდე უნდა განსაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებშიც ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება რეგულირების ზეგავლენის შეფასება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით აუცილებელია, რეგულირების გავლენის შეფასება ისეთ ცვლილებებზეც გავრცელდეს, რომელიც ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.