დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესის დინამიკას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე განაცხადა. მისივე თქმით, მედიაში პლურალიზმი ევროკავშირისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს.
შეგახსენებთ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ ტელეკომპანიაზე "შეტევის ახალი ფაზა იწყება".
მისი განცხადებით, "რუსთავი2"-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.