სომხეთი სატაცურის ექსპორტისთვის ემზადება. როგორც East fruit წერს, პროდუქტს სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია Davtyan Farms-ი აწარმოებს და მისი შემდგომი ექსპორტის მიზნით, ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებებსაც წარმატებით ახორციელებს. როგორც გამოცემა წერს, სატაცური ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, კავკასიური სამზარეულოსთვის არატრადიციულ საკვებად ითვლება.
კომპანია Davtyan Farms -ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საწარმო 2001 წელს დაარსდა და ეს ოჯახის ბიზნესია. ამ დროისთვის ორგანიზაცია ორგანული პროდუქტის მოყვანითაა დაკავებული. კერძოდ, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე კომპანიას მარცვლეულის რამდენიმე სახეობა, ხილი და ასევე, სატაცური მოჰყვას.
ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული სატაცური ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა, სამომავლო გეგმებში წარმოების ზრდა და ექსპორტის მიმართულების გაძლიერებაა.