2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63 მილიონ 200 ათას ამერიკულ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 მილიონ 400 ათასი ბოთლი ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 18 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი ჭაჭა, მიღებულმა შემოსავალმა კი 382 ათას აშშ დოლარს მიაღწია.