შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში სანქციები გაიზრდება, თუმცა რამდენით გაიზრდება არსებული ჯარიმები ამ დროისთვის არ კონკრეტდება.
ასევე, როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მისივე განმარტებით, წლის ბოლომდე ქვეყნის მაშტაბით 5 ათასამდე კამერა იქნება, სხვადასხვა ტიპის - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა. შ.
ამასთან, სამინისტრო აპირებს საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.