გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან 80 წლის მამაკაცი გაიტაცეს - Palitra News

გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან 80 წლის მამაკაცი გაიტაცეს

2019-05-06 14:09:49+04:00

გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან 80 წლის მამაკაცი გაიტაცეს. მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 მაისს დააკავეს. როგორც "პალიტრანიუსს" სუს-ში განუცხადეს, უწყებამ უმოკლეს დროში აამოქმედა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.