ბრუნეის სულთანმა გეიწყვილთა სექსის გამო სიკვდილით დასჯის კანონმდებლობაზე მორატორიუმი გაახანგრძლივა. ამის მიზეზი მსოფლიო გამოხმაურება გახდა, ვინაიდან უფლებადამცველებმა და ცნობილმა ადამიანებმა მკაცრად დაგმეს ბრუნეის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გეი წყვილს სექსუალური კავშირის გამო ქვებით ჩაქოლვით სიკვდილით დასჯა ემუქრება. როგორც სიტყვით გამოსვლისას ბრუნეის სულთანმა განაცხადა, მან იცის რომ ამ საკითხმა ბევრი კითხვა დაბადა და მისი არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბრუნეიში ჰომოსექსუალიზმი არალეგალური იყო აქამდეც და იგი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. გასულ თვეს კი ბრუნეიში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალები და პირები, ვისაც სექსი ქორწინების გარეშე ექნებათ, სიკვდილით დაისჯებიან.
გარდა ამისა, ქურდობისთვის სასჯელის ფორმად კიდურების ამპუტაცია, საწინააღმდეგო სქესის საოსის ჩაცმისთვის კი პატიმრობა ელით.