საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესს" და პოლონეთის მმართველ პარტიას მოუწოდებს შეუერთდნენ ევროსკეპტიკოსთა ალიანსს. ბელგიის ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლე პენმა აღნიშნა, რომ ახლა ევროკავშირის პარლამენტში მსგავსი ჯგუფის შექმნის საუკეთესო მომენტია.
შეგახსენებთ, ევროპის კონტიტენზე ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსები მიგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ანტიიმიგრაციული კანონმდებლობა უნგრეთის მთავრობამ უკვე მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნები მაისის ბოლოს გაიმართება. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ულტრამემარჯვენე ძალები დიდ მხარდაჭერას მოიპოვებენ.