უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ღამით გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი მაგისტრალი დატბორა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო.ალაზნის ხიდთან პოლიცია და სამაშველო სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. ისინი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მგზავრების გადაადგილებას აკონტროლებდნენ.მდინარის ადიდება გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია.