კავკასიურ სახლში დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. პოემა აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე ითარგმნა. პოეტის განცხადებით, დღევანდელ დღეს შეიძლება, კავკასიური პროექტი ეწოდოს. მაღრაძის განცხადებით, წიგნისა და თარგმანების სურვილი საზოგადოებაში ბუნებრივად გაჩნდა და არა ხელისუფლებისგან წაქეზებით. პრეზენტაციას საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ღონისძიებას რეგიონული მნიშვნელობა აქვს.