აშშ-ის ფლორიდის შტატში ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის მიზეზი ჭექა-ქუხილი და წვიმა გახდა. თვითმფრინავ „ბოინგ 737“-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 20-მდე ადამიანი, რომელებმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს საავადმყოფოში გადაყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კუბიდან აშშ-ში ჩაფრინდა.