კატარის "ალ სადის" ნახევარმცველი ხავი სეზონის ბოლოს ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყოს. ჩავის განცხადებით იგი იოჰან კრუიფის სტილის გამგრძელებელი იქნება და აქცენტს ტოტალურ ფეხბურთზე გააკეთებს. ხავიმ "ბარსელონაში" 767 , ხოლო ესპანეთის ნაკრებში 133 მატჩი ჩაატარა. ფურია როხას შემადგენლობაში მან 2010 წელს მსოფლიოს, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.