საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური, დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება, ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. კერძოდ, სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ეტაპი ღია იქნება, ხოლო კითხვა - პასუხის დროს, სხდომა დაიხურება.
ფორმატი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ კითხვა -პასუხის ეტაპი ღია იყოს. თავის მხრივ, უმრავლესობა განმარტავს, რომ სხდომის დახურვა იმ ინფორმაციების გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით ხდება, რაც შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული.
ვახტანგ გომელაურს პარლამენტში 12:00 საათზე ელოდებიან.