სად და როგორ ცხოვრობენ დაობლებული დათვები თბილისში, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზოოპარკში ცაგერიდან მიიყვანეს.
თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ბრაკონიერებისგან მოკლული დედა დათვების დაობლებული ბელების რაოდენობამ, ზოოპარკის ადმინისტრაციას უბიძგა, კონკრეტული სარეაბილიტაციო პროგრამა დაეწყოთ, რაც ცხოველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას ემსახურება.