ბოლო 5 წლის განმავლობაში ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მონაწილეობით პირველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს "ისლამური სახელწიფოს" მედისაშუალება "ალ-ფურქან მედია" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ ეს ალ ბაღდადის კამერის წინ გამოჩენის პირველი შემთხვევაა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესაუბრეუბა ალ ბაღდადი გარშემომყოფებს სირიაში "აისისის" მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი დასახლებული პუნქტ სოფელ ბაღუზში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შესახებ.
აღსანიშნავია, რიმ ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, სავარაუდოდ ის მიმდინარე წლის აპრილშია ჩაწერილი. ვიდეოში ალ-ბაღდად საუბრობს, რომ აღდგომის დღესასწაულზე შრი-ლანკაში კათოლიკურ ეკლესიებზე თავდასხმების მოწყობა სირიაში მომხდარი მოვლენების მიმართ ტერორისტული ორგანიზაციის საპასუხო ნაბიჯი იყო. ვიდეოს ბოლოს ის აცხადებს, რომ მართალია ბაღუზაში ბრძოლა დასრულებულია, თუმცა "ისლამური სახელმწიფო" მთელი მსოფლიოს მაშტაბით მტრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ძლევამოსილი ტერორისტული ორგანოზაცია "ისლამური სახელმწიფო" რამდენიმე წლის წინ სირიისა და ერაყის ტერიტორიის მნიშვბელოვან ნაწილს აკონტროლებდა. გასულ თვეს კი, მათ სირიაში მდებარე ბოლო დასახლებულ პუნქტზეც დაკარგეს კონტროლი.