2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 807 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 826 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი მილიარდ 981 მილიონ 300 ათასი დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 16 მილიონ 562 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 20 მილიონ 15 ათას 800 დოლარი იყო.