სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა - Palitra News

სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა

2019-04-29 13:13:10+04:00

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი ცივი იარარით მოკლა. 40 წლამდე კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევამდე კი შვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.