საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირების ხსოვნას პატივი მიაგო - Palitra News

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

2019-04-29 12:09:12+04:00

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა შემდგომ კი ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე "გმირთა სავანე" გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები. მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში გმირების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.