პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა და საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. წლის ფეხბურთელის ნომინაციაში ლივერპულის ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა გაიმარჯვა, რომელმაც სიტის ფლანგელს რაჰიმ სტერლინგს აჯობა. სიმბოლურ ნაკრებში ედერსონი, ალექსანდრ არნოლდი, ვირჯილ ვან დაიკი, ემერიკ ლაპორტი, ენდრიუ რობერტსონი, პოლ პოგბა, ფერნანდინიო, ბერნარდუ სილვა, რაჰიმ სტერლინგი, სერხიო აგუერო და სადიო მანე მოხვდნენ.