ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, საემიგრაციო პოლიტიკას გადახედოს. საქმე ეხება „დამსახურებებზე დაფუძნებულ საიმიგრაციო“ წინადადებას, რომელიც თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა შეიმუშავა და რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ამერიკის ვიზის რაოდენობას გაზრდის.
აღნიშნული განცხადება შტატების ოფიციალურ პირებთან დაახლოებულმა წყარომ გააკეთა. მოსალოდნელია, რომ კუშნერი ყოვლისმომცველ გეგმას ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მომავალ კვირას წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ გეგმის შედგენაზე მუშაობდნენ, კანადისა და ავსტრალიის მიერ გამოყენებული სავიზო სისტემებიც განიხილეს.