შრი-ლანკის მთავრობამ აღიარა რომ გასულ კვირას მომხდარი ტერაქტები დაზვერვის სამსახურის ლაფსუსის შედეგია, რასაც 360-მდე ადამაინი შეეწირა. ინდოეთის სადაზვერვო სამსახურმა მათ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში შეატყობინა მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, რასაც შრილანკის მხარემ სათანადო ყურადღება არ მიაქცია და არ აცნობა სამთავრობო უწყებებს. სწორედ ამის გამო შრი ლანკის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრისა და პოლიციის მთავარი ინსპექტორის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ვინაიდან სამწუხაროდ ეს ინფორმაცია სათანადო უწყებებს რომ გადასცემოდა, ვფიქრობ ამ ტერაქტებს თავიდან ავირიდებდით, ან სულ მცირე მის შედეგებს შევამცირებდით", განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, კათოლიკური აღდგომის კვირას შრი-ლანკაში 6 ტერაქტი 10-მდე თავდამსხმელმა განახორციელა. ისინი შრი-ლანკის მოქალაქეები არიან. მთავრობა იძიებს, ჰქონდა თუ არა მომხდარს კაშვირი ისლამურ სახელმწიფოსთან.