თბილისში წლობით დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა ისევ მწვავედ დგას. რადგან დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულთა რიცხვი დიდია, მათი უფლებების დასაცავად "დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანება" დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია დაიცვას დაზარალებულთა ინტერესები, რომ სამომავლოდ სამშენებლო ობიექტები მათ კანონიერ მესაკუთრეებს გადაეცეთ.
შეიქმნება ამხანაგობები, რომლებიც გადმოიბარებენ დაუსრულებელ მშენებლობებს, შემდგომ კი თავად გადაწყვეტენ, რომელ ინვესტორთან ან სამშენებლო კომპანიასთან დადონ ხელშეკრულება. ამასთან, "ამხანაგობა" თავად განსაზღვრავს, თუ რა პირობით უნდა მისცეს დეველოპერს თავისი ქონება და რა პირობით უნდა ჩააბარონ დასრულებული ობიექტი მესაკუთრეს.
"დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანება" ყველა დაზარალებულ მენეშენეს მოუწოდებს მათ ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ. მერიის ინფორმაციით, თბილისში ამ ეტაპზე 179 დაუმთავრებელი ობიექტია