აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის 32-ე ტურში "ვიტესი" 4:2 დაამარცხა და რეკორდი დაამყარა. ამსტერდამულმა გუნდმა 160 გოლი გაიტანა და 1980/1981 წლების სეზონში "ალკმაარის" დამყარებული 158-გოლიანი რეკორდი დაამხო. ასევე "აიაქსმა" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 32 გოლი გაიტანა და ევროტურნირებზე თავისი საკლუბო რეკორდი დაამყარა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. შეხვედრები 30 აპრილს და 8 მაის გაიმართება.