ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის, მანფრედ ვებერის განცხადების მიხედვით, თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ მან „ევრონიუსთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა. ვებერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს თურქეთთან მჭიდრო და სტაბილური ურთიერთობები სურს. თუმცა, რაც შეეხება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. შეგახსენებთ, რომ თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია. თუმცა, დროთა განმავლობაში პროცესის გაჭიანურების გამო თურქეთის ხელისუფლება ევროკავშირის ქმედებებით უკმაყოფილოა.