ეგვიპტეში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად პრეზიდენტ აბდულ-ფატაჰ ალ-სისის ხელისუფლებაში დარჩენა 2030 წლამდე შეეძლება.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსახლეობის 88.8%-მა რეფერენდუმის მეშვეობით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტებს 4-ის ნაცვლად 6 წლიანი ვადით აირჩევენ და ასევე გაიზრდება მისი უფლებები. შედეგად აბდულ-ფატაჰ ალ-სისი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას 2024 წლამდე შეძლებს, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში კი 2030 წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ალ-სისი 2013 წელს ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მას შემდგომ ეგვიპტეში ადამიანების უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.