ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, ბოლო დროს მოსახლეობის გახშირებულ პროტესტს, სეისმოლოგებიც ეხმაურებიან. მათი თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობა, სეისმურად აქტიურ ზონებშიც მიმდინარეობს. ამასთან, დაცული არ არის სამშენებლო ნორმები. სფეროს სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ჰესებთან დაკავშირებით პროექტები თუ დროულად არ გადაიხედა, ქვეყანა ფინანსურადაც დაზარალდება. მათივე თქმით, შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, აუცილებელია რომ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.