თბილისის მერი კახა კალაძე, გასულ წელს მისი მოადგილეების ხელფასის 113-% და 119%-იანი მატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. თბილისის მერის თქმით ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არ შეეფერება სიმართლეს. კახა კალაძე სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საფუძველზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ ვალდებულად თვლის თავს საკითხზე განმარტება გააკეთოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა.