შრი-ლანკაში უსაფრთხოების ზომები გადაიხედება. ამის შესახებ პირობა ქვეყნის პრეზიდენტმა დადო მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ ტერაქტებს 320-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 500 კი დაშავდა. პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენას განცხადებით, ცვლილებები იგეგმება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობაში.
შეგახსენებთ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თავდასხმებთან კავშირი შესაძლოა "ისლამურ სახელმწიფოს" ჰქონდეს. სწორედ აღნიშნულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ მან განახორციელა თავდასხმები, თუმცა, ამის დამადასტურებელი სამხილები არ წარუდგენია.
შრი-ლანკაში 3 ტაძარსა და 3 სასტუმროზე თავდასხმა კვირას მოხდა. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.