ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივას, გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ. როგორც შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული მოსაზრებების თაობაზე მსჯელობა მომავალშიც გაიმართება.
შეხვედრაზე ჰესების მშენებლობის საკითხიც წამოიჭრა, თუმცა მინისტრმა არასამთავრობოებს ამ თემაზე ცალკე შეხვედრის გამართვა შესთავაზა.