მექსიკის პოლიციამ და იმიგრაციის სამსახურმა აშშ-ის საზღვრისკენ მიმავალი ასობით არალეგალი მიგრანტი დააკავეს. მასობრივი დაკავება მექსიკის სამხრეთ შტატში განხორციელდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპეცოპერაცია იყო მიგრანტების ქარავანის მიმართ. დაკავევების მიზანს მიგრანტების ნაკადის შემცირება წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ქალაქ პიხიხიაპანში 300-დან 500-მდე მიგრანტი დააკავეს. მოგვიანებით 250 მიგრანტი აიყვანეს ქალაქ მაპასტეპეკთან ახლოს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პოლიციამ ქალები, ბავშვები და მამაკაცები ძალის გამოყენებით დააკავა. ისინი საიმიგრაციო ცენტრებში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ამერიკის საზღვრისკენ 3000იანი მიგრანტების ქარავანი მიემართება.