სალომე ზურაბიშვილი ტელეარხ CBS-ს და სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ სცენარისტებს მიმართავს, „სამხრეთ ოსეთის“ „რუსეთის პროვინციად“ მოხსენიების გამო სცენარში „საჭირო ცვლილებები შეიტანონ“. აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და აღნშნულს "შემაშფოთებელს" უწოდებს.ამასთან, ზურაბიშვილი სერიალის სცენარისტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს.