პანკისში მცხოვრები ადგილობრივები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით თუ გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ვინმეს დააკავებენ უარესი მოხდება. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველთა რაოდენობამ მათი პროვოცირება გამოიწვია და მთავრობის წევრებმა მოიტყუეს,როდესაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო. შეგახსენებთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა დაპირისპირების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თითოეულ კადრს გაანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა ხოლო ის პირები რომლებმაც სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.